Monday, November 17, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს დასრულდა ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგი.
მადლობა ყველას ვინც ეს ტრენინგი დაგეგმა, ასევე მადლობა ტრენერს.
იმედია ასეთი სახის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.

Saturday, November 15, 2014

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვისაუბრეთ პროექტის ფასილიტაციაზე.

ასევე ავტვირთე ჩემო პროექტი ბლოგზე.

დიდი მადლობა ამ პროექტის შემქმნელებს, ნამდვილად დროული და საჭირო ინფორმაცია მივიღეთ!

Wednesday, November 12, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

მივიღეთ ინფორმაცია თუ რა არის დიფერენცირებული სწავლება. 
როგორ უნდა დავეხმაროთ სხვადასხვა დონის მოსწავლეებს, რა ტიპის დავალებები მივცეთ.
გავეცანით ბლუმისა და გარდნერის მატრიცას.
შევიტანე ცვლილებები პროექტის გეგმაში. 

Tuesday, November 11, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა?
როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში?
ამ საკვანძო კითხვების გააზრებით ვიმუშავებთ პროექტის შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები.
გამოვაქვეყნე ბლოგზე სასწავლო პროექტის პორტფოლიო და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Tuesday, November 4, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს დავასრულეთ მეორე მოდულზე მუშაობა. გავიგეთ თუ როგორ უნდა მოვამზადოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
ასევე როგორ გავწეროთ შეფასების დროის ჩარჩო.
როგორ შევაფასო მოსწავლეები პროექტზე მუშაობის დროს.

Sunday, November 2, 2014

ტრენინგის მესამე დღე

გავეცანით მეორე მოდულის მასალებს.
დავიწყეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს მომზადება.

Tuesday, October 28, 2014

ტრენინგის მეორე დღე

გავეცანით გამოცემების სახვადასხვა ტიპებს.
შევიმუშავეთ პროექტის გეგმა.

Sunday, October 26, 2014

ტრენინგის პირველი დღე

დღეს დავიწყეთ ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგები;
გავიგეთ რამდენი მოდულისაგან შედგება ტრენინგი;
დავათვალიერეთ სხვისი მომზადებული პროექტები.
საკმაოდ რთულად მეჩვენება ამდენი მასალის ამ მცირე დროში მომზადება.